პასუხისმგებელი ტურიზმისა და ქვეყანაში გიდის სერვისის მაღალი სტანდარტის მხარდასაჭერად კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ასოციაციას შემოწირულობით, როგორც ფინანსურად ასევე სხვა სახითაც. მხარდაჭერა შეიძლება შეეხებოდეს ასოციაციის ვებსაიტის, მისი სასწავლო სისტემის, მისი ცნობადობისა და ღირებულებების პოპულარიზაციას.
ასოციაციასთან თანამშრომლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს, საზოგადუებრივ თუ სამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ტურისტული კუთხით თანამშრომლობის სურვილი. ამისათვის ის მიმართავს ასოციაციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლობისთვის შესაბამისი მემორანდუმი ან ხელშეკრულება ფორმდება.
სერტიფიცირება ასოციაციაში გაწევრიანების გარეშე არ ხდება. სერტიფიცირების მსურველმა ჯერ უნდა მიმართოს ასოციაციას გაწევრიანების განაცხადით (იხილეთ კითხვა 3: როგორ გავწევრიანდე ასოციაციაში?), ხოლო გაწევრიანების შემდგომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ შეუძლია დარეგისტრირდეს სასერტიფიკაციო გამოცდებზე. ამისათვის ის მიმართავს აღმასრულებელ მდივანს, როგორც სასერტიფიკაციო გამოცდების ადმინისტრატორს.
გასაწევრიანებლად ასოციაციის ვებგსაიტზე გადადით გვერდზე ‘შესახებ’ და მოძებნეთ ‘გაწევრიანება’, სადაც ღილაკის ‘გაწევრიანდი’ მეშვეობით გადახვალთ გაწევრიანების ფორმაზე. შევსების და მოთხოვნილი დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ ფორმის ბოლოში დააწვებით ღილაკს ‘გაგზავნა’ და თვენი განაცხადი ასოციაციის ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეგზავნება.
სერტიფიცირების ვალიდურობის შესამოწმებლად შეგიძლიათ გიდს მოთხოვოთ შესაბამისი პროფესიული ასოციაციის გაცემული გიდის ბარათი, და ბარათზე დატანილი QR კოდის სკანირებით ნახოთ, არის თუ არა მისი პროფილი ბარათის გამცემი ასოციაციის ვებგვერდზე.
აწვებით ასოციაციის ვებსაიტის მთავარი გვერდის შუაგულში ღილაკს, რომელსაც გადაყავხართ საძიებელზე. საძიებელში არჩევთ თქვენთვის სასურველ ენას, დაწყების ადგილს, მოსანახულებელ ადგილებს და სხვა მონაცემებს და საძიებელი სისტემა შესაბამის გიდების პროფილებს შემოგთავაზებთ. პროფილზე გადასვლისას ნახულობთ საკონტაქტო ინფორმაციას და პირდაპირ უკავშირდებით გიდს.